Business & legal partners
ᲘᲣᲠᲘᲓᲘᲣᲚᲘ ᲓᲐ ᲑᲘᲖᲜᲔᲡ ᲡᲐᲙᲝᲜᲡᲣᲚᲢᲐᲪᲘᲝ ᲙᲝᲛᲞᲐᲜᲘᲐ BLP
BLP არის იურიდიული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია, რომელიც ადგილობრივ და საერთაშორისო ბიზნესებს და ინდივიდუალურ კლიენტებს სთავაზობს თანამედროვე, სტრატეგიულ და შედეგზე ორიენტირებულ გადაწყვეტილებებს, სამართლებრივი რისკების მართვის და ბიზნესის მდგრადი განვითარების მიზნით.
ᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘ ᲙᲝᲛᲞᲐᲜᲘᲔᲑᲘ















ᲩᲕᲔᲜ ᲨᲔᲡᲐᲮᲔᲑ
BLP არის სამართლებრივი და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია, რომელიც ადგილობრივ და საერთაშორისო ბიზნესებს და ინდივიდუალურ კლიენტებს ეხმარება სამართლებრივი რისკების ეფექტიან მართვასა და სტრატეგიული ბიზნეს გადაწყვეტილებების მიღებაში.
ჩვენი მიზანია, თქვენი ბიზნესი იყოს სამართლებრივად დაცული, ეფექტურად მართული და მზად მასშტაბირების და გრძელვადიანი განვითარებისთვის.
ᲬᲔᲚᲘ ᲘᲣᲠᲘᲓᲘᲣᲚᲘ ᲓᲐ ᲑᲘᲖᲜᲔᲡ
ᲡᲐᲥᲛᲘᲐᲜᲝᲑᲘᲡ ᲒᲐᲛᲝᲪᲓᲘᲚᲔᲑᲐ
ᲬᲐᲠᲛᲐᲢᲔᲑᲘᲗ ᲓᲐᲮᲣᲠᲣᲚᲘ
ᲢᲠᲐᲜᲖᲐᲥᲪᲘᲐ
ᲒᲐᲜᲛᲔᲝᲠᲔᲑᲘᲗ ᲒᲐᲬᲔᲣᲚᲘ
ᲘᲣᲠᲘᲓᲘᲣᲚᲘ ᲛᲝᲛᲡᲐᲮᲣᲠᲔᲑᲐ
ᲞᲠᲝᲤᲔᲡᲘᲝᲜᲐᲚᲘ ᲘᲣᲠᲘᲡᲢᲘ ᲓᲐ
ᲡᲐᲒᲐᲓᲐᲡᲐᲮᲐᲓᲝ ᲔᲥᲡᲞᲔᲠᲢᲘ
ყველაზე მოთხოვნადი სერვისები


რატომ ჩვენ?
ბიზნესის მართვის გამოცდილებაზე დაფუძნებული იურიდიული მომსახურება
სამართლებრივი რისკების დიაგნოსტირება და პრევენცია
სამართლებრივი და ბიზნეს გადაწყვეტილებების ინტეგრირებული ხედვა
როდის ირჩევთ ჩვენთან პარტნიორობას
01.
ბიზნესის დაცვა და რისკების პრევენცია
როდესაც თქვენი მიზანია, ბიზნესი განვითარდეს სამართლებრივად დაცულ, სტაბილურ და პროგნოზირებად გარემოში და გსურთ თავიდან აიცილოთ ძვირადღირებული სამართლებრივი შეცდომები, სანამ ისინი პრობლემად იქცევა. BLP უზრუნველყოფს კომერციულად გამართული ხელშეკრულებების მომზადებას, მნიშვნელოვანი პროექტების და ბიზნეს გადაწყვეტილებების სამართლებრივ შეფასებას, მოქმედ რეგულაციებთან შესაბამისობას და ისეთი სამართლებრივი ჩარჩოს ჩამოყალიბებას, რომელიც იცავს თქვენს ინტერესებს, ამყარებს ბიზნესის სტაბილურობას და ქმნის საფუძველს გრძელვადიანი განვითარებისათვის.
02.
სტრატეგიული მხარდაჭერა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების დროს
ბიზნესის განვითარების თითოეული მნიშვნელოვანი ეტაპი, ახალი საქმიანობის დაწყება, სტრუქტურის ცვლილება, ადგილობრივ თუ საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა, გაფართოება, ინვესტიციის მოზიდვა თუ ყოველდღიური საოპერაციო საქმიანობა და მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულება, აუცილებლად საჭიროებს, თქვენი როგორც სამართლებრივი, ასევე კომერციული და ბიზნეს ინტერესების სწორად განსაზღვრას და დაცვას. BLP უზრუნველყოფს სტრატეგიულ სამართლებრივ და ბიზნეს საკონსულტაციო მხარდაჭერას, რომელიც გეხმარებათ თითოეული ბიზნეს გადაწყვეტილება მიიღოთ და აღასრულოთ სტრატეგიული სამართლებრივი მიდგომით და თქვენი ბიზნესის გრძელვადიანი მიზნების შესაბამისად.
03.
გრძელვადიანი სამართლებრივი და ბიზნეს პარტნიორობა
BLP უზრუნველყოფს თქვენი კომპანიის უწყვეტ სამართლებრივ და ბიზნეს მხარდაჭერას, როდესაც გჭირდებათ არა მხოლოდ იურიდიული კონსულტაცია, არამედ სანდო პარტნიორი, რომელსაც ესმის თქვენი საქმიანობის და ბიზნესის სპეციფიკა, იზიარებს მის მიზნებს და თანმიმდევრულად ზრუნავს მის დაცვასა და განვითარებაზე. სწორედ ამიტომ, ჩვენ თანამშრომლობას ვაფუძნებთ გრძელვადიან პარტნირობაზე რომელიც სისტემურად უზრუნველყოფს თქვენი კომპანიის სამართლებრივ მხარდაჭერას, აძლიერებს კორპორაციულ მმართველობას და ხელს უწყობს ბიზნესის სტაბილურ და ზრდაზე ორიენტირებულ განვითარებას.


